Sunday, January 20, 2019

მე-8 კლასის ბიოლოგიის ტესტები


       პედაგოგებისთვის


  ტესტები მე-8 კლასის ბიოლოგიის შემაჯამებლისთვის 
1. ვენებში სისხლის მოძრაობა ჩქარდება კაპილარებთან შედარებით. ზედა და ქვედა ღრუ ვენაში უტოლდება აორტაში სისხლის მოძრაობის სიჩქარის ნახევარს. ამ ორი წინადადებიდან რომელი პასუხი გამომდინარეობს:
.  გულში დროის ერთეულში ვენებით იმდენი სისხლი ჩადის, რამდენიც გადადის არტერიებში პარკუჭების შეკუმშვის დროს;
.   ვენებში წნევა უფრო დაბალია და სისხლი მიისწრაფის მაღალი წნევიდან დაბალი წნევისაკენ;
.  კაპიტალების საერტო განიკვეთი გაცილებით მეტია,ვიდრე ვენების საერთო განიკვეთი;
.     ჩონჩხის კუნთების შეკუმშვა აჩქარებს ვენებში სისხლის მოძრაობას.
 2.  დავუშვათ თქვენი ახლობელიცუდად გახდა,გაფითრებულია, ცივი ოფლი ასხამს, სუნთქვა ზერელეა, პულსი შესუსტებული და აჩქარებული;
1.   რა დიაგნოზს დასვამთ:
.  მოწამლულია;  .  შინაგანი სისხლისდენა აქვს;  .  წნევა აქვს მაღალი;
.  განერვიულებულია.
3.  თუ თქვენ ახლობელს აქვს შინაგანი სისხლდენა, როგორ მოიქცევით ექიმის მოსვლამდე, შეარჩიეთ სწორი ქმედება:
. გავუკეთებ თბილ აბაზანას;
. დავალევინებ ვალერიანის წვეთებს;
. დავალევინებ წნევის წამალს;
. დავაწვენ, თავს მაღლა ავუწევ ბალიშით და სიმშვიდეს შევუქმნი.

4. სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სისხლის მოძრაობს დაბალი წნევით, დიდ წრეში - მაღალი წნევით. ამ ორი ფაქტის უპირატესობა გამოიხატება:
1. ხელს უწყობს აირთა ცვლას ფილტვებში;
2. თავიდან გვაცილებს ალვეოლების გასკდომას;
3. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას;
4. აჩქარებს ლიმფის წარმოქმნას.
სწორია :   )  1, 2, 3;      ) 1, 3, 4;     )  1, 2, 4;      )  2, 3, 4.
37. სისხლის ფიზიოლოგიური დანიშნულებაა:
1. ნივთიერებათა ტრანსპორტი;
2. ჰორმონების წარმოქმნა;
3. ანტისხეულების წარმოქმნა;
დ. დაზიანებულ კაპილარებში სისხლის შედედება.
სწორია: ს) 1, 2, 3;  ბ) 2, 3, 4;   გ) 1, 2, 4;  დ) 1, 3, 4.
38. სისხლის მოძრაობა ორგანიზმში უზრუნველყოფს:
1. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის გადატანას, როგოც პლაზმაში გახსნილ ისე ჰემოგლობინთან ქიმიურად ბმულ მდგომარეობაში;
2. ვიტამინების და ჰორმონების ტრანსპორტს;
3. სითბოს გადანაწილებას;
4. აზოტის გადატანას ფილტვებიდან მთელ ორგანიზმში და ორგანიზმიდან ფილტვებში.
სწორია:    ა) 1, 2, 3;     ბ) 2, 3, 4;      გ) 1, 2, 4;      დ) 1 ,3, 4.
39. სისხლის დაცვით ფუნქციას მიეკუთვნება
1. ფაგოციტოზი;
2. სისხლის შედედება;
3. ანტისხეულების წარმოქმნა;
4. აირების ტრანსპორტი.
სწორია: ა) 1, 2, 3,  ბ) 2, 3, 4;   გ) 1, 2, 4; დ) 1, 3, 4.
42. სისხლნაკლებობა შეიძლება გამოწვეული იყოს:
1. რკინის ნაკლებობით;
2. ჰემოგლობინის ნაკლებობით;
3. ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევით;
4. იმუნიტეტის დაქვეითებით.
სწორია:  ა)  1, 2, 3;   ბ) 2, 3, 4;   გ) 1, 2, 4;    დ) 1, 3, 4.
43. ჰემოგლობინების ერითროციტებში არსებობამ ორგანიზმს მიანიჭა შემდეგი უპირატესობანი:
1. შემცირდა სისხლის სიბლანტე;
2. შეიქმნა ოპტიმალური პირობები ჰემოგლობინთან ჟანგბადის დასაკავშირებლად;
3. სისხლს მისცა წითელი ფერი;
4. შემცირდა სისხლის წნევა.
სწორია:    ა) 1, 2, 3;      ბ) 2, 3, 4;      გ) 1, 2, 4;      დ)  1, 3, 4.
49.  სისხლის გადასხმის დროს არ შეიძლება:
ა. დონორის და რეციპიენტის რეზუსფაქტორი თანხვდებოდეს ერთმანეთს;
ბ. II ჯგუფის სისხლის მქონეს გადაესხას I ჯგუფის სისხლი;
გ. III  ჯგუფის სისხლის მქონეს გადაესხას II ჯგუფის სისხლი;
დ. IV ჯგუფის სისხლის მქონეს გადაესხას III ჯგუფის სისხლი;
51. სისხლის თეთრი უჯრედები - ლეიკოციტები:
1. ფორმის და მის ფუნქციის მიხედვით რამდენიმე სახის არსებობს;
2. ამებოიდური მოძრაობით ხასიათდება;
3. წარმოქმნიან ანტისხეულებს;
4. გადააქვთ ნახშირორჟანგი.
  სწორია:    ა) 1, 2, 3;       ბ) 2, 3, 4;        გ) 1, 2, 4;        დ)1, 3, 4.
52.მზრდილ ადამიანში სისხლმბადი ორგანო არის:
ა. ღვიძლი;                                    გ. ძვლის ყვითელი ტვინი;
ბ. ძვლის წითელი ტვინი;         დ. ელენთა.
55. აცრის დროს ორგანიზმში შეჰყავთ:
ა. დაავადების საწინააღმდეგო ბაქტერიოფაგები;
ბ. სამკურნალო შრატი;
გ. მკვდარი ან დასუსტებული მიკროორგანიზმები;
დ. დაავადების გამომწვევი ცოცხალი მიკრობები.
56. დიფთერიით დაავადებულ ადამიანს;
ა. სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს აცრა;
ბ. სასწრაფოდ უნდა გადაესხას სამკურნალო შრატი;
გ. აცრასთან ერთად უნდა ჩაუტარდეს ანტიბიოკებით მკურნალობა;
დ. დაენიშნოს ანტიბიოტიკები.
62. გულის მუშაობა პირობითრეფლექსურად ჩქარდება:
1. სტარტის წინ;    3. ზილის წინ;
2. გამოცდის წინ;    4. თვითმფრინავით მგზავრობის წინ.
სწორია: ა) 1, 2, 3;  ბ) 1, 3, 4;  გ) 1, 2, 4; დ) 2, 3, 4.
64. სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრიდან სისხლი შედის:
ა. გულში და ფილტვებში;
ბ. გულში და კუჭში;
გ. ფილტვებსა და ღვიძლში;
დ. ღვიძლსა და ელენთაში.
65. გულში სისხლი ჩადის:
ა. მარცხენა წინაგულში ფილტვის ოთხი ვენით, მარჯვენა წინაგულში ზედა და ქვედა ღრუ ვენებით;
ბ. მარცხენა წინაგულში ფილტვის ოთხი ვენით, მარჯვენა  წინაგულში ზედა და ქვედა ღრუ ვენებით და გვირგვინოვანი სინუსით;
გ. მარცხენა წინაგულში ფილტვის ორი ვენით, მარჯვენა წინაგულში ღრუ ვენებით;
დ. მარცხენა წინაგულში ფილტვის ორი ვენით, მარჯვენა წინაგულში ღრუ ვენით და გვირგვინოვანი სინუსით.

66.  გულიდან სისხლი გამოდის:
ა. მარჯვენა პარკჭიდან ფილტვის ორი არტერიით და მარცხენა პარკუჭიდან აორტით;
ბ. მარჯვენა პარკჭიდან ფილტვის ოთხი ვენით და მარცხენა პარკუჭიდან აორტით;
გ. მარჯვენა პარკჭიდან ფილტვის ღეროთი და მარცხენა პარკუჭიდან ოთხი აორტით;
დ. მარჯვენა პარკჭიდან ფილტვის ორი არტერიით და მარცხენა პარკუჭიდან ოთხი აორტით.
68. არტერიული წნევის განმსაზღვრელი ფაქტორებია:
1. გულის პარკუჭების შეკუმშვის ძალა;
2. არტერიებში შესული სისხლის მოცულობა;
3. წინააღმდეგობა, რომელსაც სისხლძარღვის კედელი წარმოქმნის;
4.  პარკუჭების შეკუმშვის სიხშირე.
 შწორია:  ა) 1, 2, 3;      ბ) 1, 3, 4.      გ) 1, 2, 4;      დ) 2, 3, 4
69. სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის სიჩქარეზე გავლენას არ ახდენს:
1. წნევათა სხვაობა სისხლძარღვების სხვადასხვა უბანზე;
2.  პოთრომბინის რაოდენობა;
3. სისხლძარღვების ელასტიურობა;
4. სისხლში ჟანგბადის რაოდენობა.
 სწორია:     ა) 1, 2, 3;       ბ) 2, 3, 4;      გ)  1, 2, 4
70. სისხლის მოძრაობა ვენებში კაპილარებთან შედარებით მომდინარეობს უფრო სწრაფად, რადგან:
1. კაპილარების საერთო განიკვეთი ნაკლებია ვენების საერთო განიკვეთზე
2. წინაგულები ასრულებს შემწოვი ტუმბოების ფუნქციას;
3. სისხლძარღვების სხვადასხვა უბანზე არსებობს წნევათა სხვაობა;
4. ვენების გარშემო არსებული ჩონჩხის კუნთები პერიოდულად იკუმშება.
  სწორია :    ა) 1, 2, 3;       ბ) 1, 3, 4;      გ) 1, 2, 4 ;      დ) 2, 3, 4.

71. სისხლის დაკარგვისას ორგანიზმში მიმდინარეობს საკომპენსაციო რეაქციები:
1. სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში სისხლის დეპოებიდან სისხლის გადასროლა;
2. გულის მუშაობის ინტენსიურობის გაზრდა;
3. ლიმფის გაძლიერებული წარმოქმნა;
4. ადრენალინის გამოყოფა;
  სწორია:    ა) 1, 2, 3;       ბ)  1, 3, 4;       გ) 1, 2, 4;      დ) 2, 3, 4.
72. სისხლძარღვებში სისხლის უწყვეტ მოძრაობას უზრუნველყოფს:
1. სისხლძარღვების კედლების ელასტიურობა;
2. ვენურ სისხლძარღვებში სარქველების არსებობა;
3. სისხლძარღვების სხვადასხვა უბანზე წნევათა სხვაობა;
4. გულის ავტომატია;
  სწორია: ა) 1, 2, 3;      ბ) 1, 3, 4;       გ) 1,2,4;       დ) 2, 3, 4;.
73. სისხლძარღვებში სისხლის ერთი მიმართულებით მოძრაობას უზრუნველყოფს:
1. გულსისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა  უბანზე ჯიობისებური სარველების არსებობა:
2. სისხლძარღვების ელასტიურობა;
3. წინაგულებსა და პარკუჭებს შორის არსებული კარებიანი სარქველები;
4. ჯერ წინაგულების, შემდეგ პარკუჭების შეკუმშვა.
 სწორია: ა) 1, 2, 3;      ბ) 1, 3, 4;       გ) 1, 2, 4;      დ) 2, 3, 4;
74. პარკუჭები სისხლს შეკუმშვის დროს გადატუმბავს სისხლძარღვებში, რა ფუნქცია აქვს წინაგულებს:
1. შემწოვი ტუმბოს და რეზერვუარის;
2. ხელს უწყობს პარკუჭების დასვენებას;
3. პარკუჭებს ამარაგებს არტერიული სისხლით;
4. გულის ციკლურ მუშაობას უზრუნველყოფს.
 სწორია:   ა) 1, 2, 3,     ბ) 1, 3, 4;      გ) 1, 2, 4;      დ) 2, 3, 4;
75. არტერიები ვენებისაგან განსხვავდება იმით, რომ :
ა) არტერიებში მოძრაობს არტერიული სისხლი;
ბ) აქვს სამშრიანი აგებულება;
გ) სისხლი გამოაქვს გულიდან;
დ) სისხლი მოძრაობს ერთი მიმართულებით.
94. ჰომეოსტაზი ანუ ორგანიზმის მთლიანობის შენარჩუნება ნიშნავს :
1. ორგანიზმში მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას;
2. სისხლის წნევის მუდმივობის დაცვას;
3. შინაგანი გარემოს რეაქციის მუდმივობას;
4. უჯრედის შიგნით და მის გარეთ Na+  და K+ იონების გათანაბრებას.
სწორია:   ა) 1, 2, 3,     ბ) 1, 3, 4;      გ) 1, 2, 4;     დ) 2, 3, 4;
155. სისხლში გადასულ ერითროციტებს ბირთვი არ აქვთ რასაც ის ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს რომ უბირთვო ერითროციტები:
ა. აღარ იყოფიან;
ბ. მეტი შემხები ზედაპირი   აქვთ;
გ. ადვილად იერთებენ ჟანგბადს;
დ. მოძრაობენ სისხლძარღვებში.


No comments:

Post a Comment