პედაგოგებისთვის





გამოყენებული ლიტერატურა
8.პრაქტიკული პედაგოგიკა – შემაჯამებელი დავალების შედეგების ანალიზის პრაქტიკა
23 იანვარი, 2015 მანანა ბოჭორიშვილიhttp://mastsavlebeli.ge/?p=1789
9.
შემაჯამებელი ტესტური დავალების ნიმუში, შეფასების რუბრიკა და შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზის ფორმა
17 დეკემბერი, 2015 მარინა სეხნიაშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=242
მე-8 კლასში შემაჯამებელი სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესება ბიოლოგიაში
/პრაქტიკული კვლევის ანგარიში/
ანა ბედოშვილი
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პავლეურის საჯარო სკოლა
2018 წელი
შინაარსი
შესავალი
4
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა..................................................................................... 5
1.1 მოკლე
ინფორმაცია სკოლის შესახებ.................................................................... 5
1.2 VIII კლასის ბიოლოგიის შემაჯამებელ დავალებებში მოსწავლეთა
დაბალი აკადემიური შედეგების გამომწვევი
მიზეზები და მისი გაუმჯობესების გზები ......................................................................................
................................... 5
1.3 პრობლემის გამომწვევი
სავარაუდო მიზეზები................................................ 7
1.4 კვლევის
მიზანი. .............................................................................................................. 8
1.5 კვლევის
ამოცანები .......................................................................................................... 9
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი............................................................................................... 12
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა............................................................................................... 15
თავი IV
მეთოდოლოგია
4.1 კვლევის სამიზნე
ჯგუფი........................................................................................ 22
4.2 მონაცემთა შეგროვება.............................................................................................. 23
4.3 კვლევის ვადები ......................................................................................... 24
თავი V
5.1 გამოკითხვის
შედეგების ანალიზი.......................................................................... 25
5.2 მეორადი მონაცემების
ანალიზი.............................................................................. 29
თავი VI
6.1 ინტერვენცის აღწერა და
შედეგები........................................................................ 31
6.2 ინტერვენციის
შეფასების მეთოდები და შედეგები.............................................33
თავი VII
7.1 მიგნებები,რეკომენდაციები
.....................................................................................34
7.2 თვითკრიტიკა............................................................................................................ 34
დასკვნა.............................................................................................................................. 35
გამოყენებული ლიტერატურა....................................................................................... 36
შესავალი
მოცემული
ნაშრომი წარმოადგენს სსიპ დუშეთის
მუნიციპალიტეტის სოფელ პავლეურის საჯარო
სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.აღნიშნული კვლევა ჩატარდა ამავე
სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის ანა ბედოშვილის მიერ.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისგან. I თავში მოცემულია
ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს და სკოლაში
მის დანერგვას. III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორთა მოსაზრებები შემაჯამებელი დავალებების
ტიპებსა და კლასში მათ გამოყენებაზე შეფასების
ხარისხის ამაღლების მიზნით. IV თავი
მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადების შესახებ. V თავი ეხება
კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს, VI თავში განხილულია ინტერვენციის
დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპები. VII თავში აღწერილია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები
და კვლევის ნაკლოვანებები.
თავი
I
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა.
1.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ.
სკოლა მცირე
კონტინგენტიანია და მაღალმთიანი რეგიონს მიეკუთვნება , აქ სწავლობს 61 მოსწავლე. დირექტორი
გახლავთ ქალბატონი მზია გაგელიძე, დაწესებულებაში მუშაობს 19 პედაგოგი, მათგან ნახევარი
სრული სერთიფიცირებულია, 4 ნაწილობრივ. პედაგოგები ხშირად გადიან გადამზადებას, ესწრებიან
სხვადასხვა საგნობრივ ტრენინგებს, კონფერენციებში იღებენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა რომ, სკოლა არაა აღჭურვილი არც
თანამედროვე ლაბორატორიით და არც კეთილმოწყბილია, პედაგოგები ვზრუნავთ შეძლებისდაგვარად
გავეცნოთ სიახლეებს და მოსწავლეებიც ვაზიაროთ მათ.
1.2 VIII კლასის ბიოლოგიის შემაჯამებელ დავალებებში მოსწავლეთა
დაბალი აკადემიური შედეგების გამომწვევი
მიზეზები და მისი გაუმჯობესების გზები.
მე-8კლასში მყავს სამი მოსწავლე, მათთან მუშაობის
პირველი წელია. სასწავლო წელი ხალისიანად და საინტერესოდ დავიწყეთ, ასე გრძელდება ახლაც.
მასწავლებლის საქმიანობა მოსწავლეთა სწავლა/სწავლების პროცესების კარგად გააზრებას უნდა დაეფუძნოს და მათი საჭიროებების დადგენის შესაბამისად იგეგმებოდეს სასწავლო პროცესი. თუ დავაკვირდებით, ზოგჯერ წინასწარ დაგეგმილი გაკვეთილის მიზნის მისაღწევად გარკვეული ცვლილებების შეტანაა აუცილებელი,
რადგან მოსწავლეთა
მზაობა და წინარე ცოდნა არაა საკმარისი ახალი ცოდნის ასაგებად.
2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთანავე ყურადღებით ვაკვირდებოდი VIII კლასის მოსწავლეთა მზაობას გაკვეთილის
პროცესში. აშკარა იყო, რომ მოსწავლეები ძალიან აქტიურად ერთვებოდნენ ახალი მასალის ახსნისა და განმტკიცების პროცესში, მაგრამ შემაჯამებელი დავალების შესრულებისას , იშვიათად გამოხატავდნენ მზაობას. საჭირო იყო შემაჯამებელი დავალების მნიშვნელობის მეტად გაცნობიერება და შესრულების ხარისხზე გარკვეული მონიტორინგი. თითქოს ბუნებრივად გამოიკვეთა
საზრუნავი --როგორ გავაუმჯობესო შემაჯამებელი დავალების მომზადების ხარისხი ბიოლოგიაში ?! ვთვლი, რომ ჩემს პრაქტიკაში ამ მიმართულებით გარკვეული სასწავლო საჭიროებები გამოიკვეთა. ბევრჯერ მიფიქრია ამ ასაკის მოსწავლეებს საშინაო დავალების შესრულებისას მშობლები აქცევენ თუ არა ყურადღებას. ასევე დავფიქრებულვარ თითოეული მოსწავლის სოციალურ გარემოზე, იმ პირობებზე, რომელშიც უწევთ ყოფნა და სოფელში დატვირთულ სამუშაოებზე, რაშიც ბავშვებიც არიან ჩართულნი. საკითხის მრავალმხრივ კვლევა ზოგადად კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე სასწავლო საჭიროებების ზუსტ დიაგნოსტირებას, კონკრეტული მიზეზების ძებნასა და გადაჭრის გზების ძიებას მეტი დრო უნდა დათმობოდა.უპირველესად, ვაკვირვებოდი საკუთარ პრაქტიკას, ვცდილობდი ამ საკითხებზე გამეზიარებინა სხვათა გამოცდილება და სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვით დავინტერესებულიყავი. ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალე ინფორმირების დონეზე მცოდნოდა სხვა ქვეყნების გამოცდილება შემაჯამებელი დავალების სტრუქტურასა და სირთულის შესახებ, რათა სწორად დამეგეგმა პრევენციული ღონისძიებები
მერვე კლასის ფიზიკის მასწავლებელიც აღნიშნავდა,რომ მოსწავლეთა აკადემიური
მიღწევები დაბალია. ამას ადასტურებდა მოსწავლეთა შემაჯამებელ დავალებებში შეფასების შედეგებიც; მოსწავლეები ემოციურად რეაგირებდნენ
დაბალ ნიშნებზე; ასევე, მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პედაგოგების მიმართ დაწერილი
ქულების გამო. მოსწავლეების შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლაში მოსწავლეთა შეფასების სისტემის გამართულ და ეფექტიან მუშაობას. წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში.
იგი ეძღვნება მოცემულ კლასში შემაჯამებელ დავალებებში დაბალი
შეფასებით გამოწვეულ პრობლემებს და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილ და განხორციელებული ცვლილებები.
1.3 პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეული საგნის
სწავლება მოსწავლეებს აძლევს ცოდნას,უვითარებს უნარ-ჩვევებს და უყალიბებს მართებულ
დამოკიდებულებებს. რასაც ვასწავლით და ვუვითარებთ მოსწავლეებს რა თქმა უნდა უნდა ფასდებოდეს
და იზომებოდეს კიდეც, თუმცა სკოლებში მოსწავლეთა კომპეტენციების შემოწმება უმეტესად
ხდება ერთი ტიპის,ტესტური შემაჯამებელი სამუშაოებით,რაც არ იძლევა მოსწავლის მიღწეული
შედეგების სრულად შეფასების საშუალებას.მასწავლებელთა უმეტესობა აღიარებს მრავალფეროვანი
შემაჯამებლების ჩატარების აუცილებლობას თუმცა უმეტესად მაინც ტესტებით მუშაობენ. საკითხი
მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალურია,რადგან შეფასების სისტემა ჩვენი განათლების სისტემის
სუსტი წერტილია,ბევრს ვსაუბრობთ შეფასების მეთოდებზე თუმცა რატომღაც პრაქტიკაში ვერ
ვახორციელებთ. პრაქტიკული კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვებმა დაადასტურა
პრობლემის არსებობა და აქტუალობა. საჭიროა მასწავლებლებმა დაინახონ მრავალფეროვანი
შემაჯამებლების აუცილებლობა და აქტუალობა,გაიგონ თუ როგორ და რა შეაფასონ,გაანალიზონ
რა შედეგებზე გავლენ და შესაბამისად დანერგონ პრაქტიკაში.
ინტერვენციის დაგეგმავდე
საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. საბუნებისმეტყველო
კათედრაზე მსჯელობის შედეგად დადგინდა რამდენიმე ფაქტორი:
•
შემაჯამებელი
დავალების შესრულებაზე უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს დავალების სირთულე, თუ დავალება
მოსწავლეთა შესაძლებლობების ადეკვატური არაა.
•
მოსწავლეები
სწავლის პირველ წლებში არ არიან დატვირთულნი, მასალა ადვილია ასათვისებლად, ამავე დროს
სასწავლი მასალა მცირეა, უხარიათ სწავლის პროცესი, ცდილობენ თავი გამოიჩინონ კარგი
სწავლით მასწავლებლებთან, მშობლებთან, თანაკლასელებთან. მე–8 კლასიდან
იზრდება სასწავლო მასალის მოცულობა, რთულდება სასწავლო პროცესი, შემოდის ახალი ბიოლოგიური
მცნებები,
•
მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ შედეგზე გასვლა.
•
გამოცდებზე
(კატის) უფრო გამოადგებათ ტესტური ფორმით ჩატარებული შემაჯამებლები.
•
სხვადასხვა
ტიპის შემაჯამებლების მომზადება მასწავლებლისგან ითხოვს ბევრ დროს და რესურსს,ხოლო
მოტივაცია ნაკლებია.
1.4 კვლევის
მიზანი.
პრაქტიკული
კვლევის მიზანია შემაჯამებელი დავალებების შეფასების შედეგიანობის გაუჯობესება. რამდენიმე
განსხვავებული ტიპის შემაჯამებელი სამუშაოს დაგეგმვა და მოსწავლეთა შედეგების ანალიზი.საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლებისთვის მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების დაგეგმვის
და ჩატარების შედეგიანობიოს დანახვება ,რომ აღარ დაენანოთ დრო და გაანალიზონ მრავალფეროვანი
შემაჯამებელი სამუშაოების საჭიროება უნარებისა და დამოკიდებულებების უკეთ შეფასებისთვის.
ცნობილი გახდეს კონკრეტული ტიპის შემაჯამებელი
დავალება რომელ უნარსა და დამოკიდებულებას აფასებს. გაიზომოს რამდენად გაიზრდება მოსწავლეთ მოტივაცია და დაინტერესება.
• შემაჯამებელი დავალებების შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავება
და ახალი ცოდნის გენერირება, შემდგომი გამოყენება
და გავრცელება.
• სწავლების მეთოდების მრავალფეროვნების გაზრდა ბიოლოგიის
გაკვეთილზე.
• მოსწავლეზე მორგებული შემაჯამებელი დავალებების ტიპების
შერჩევა.
1.5 კვლევის
ამოცანები
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
·
როგორ მოვახერხო შემაჯამებელი დავალებების შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავება და ახალი ცოდნის გენერირება, შემდგომი გამოყენება და
გავრცელება.
·
როგორ გავზარდო სწავლების მეთოდების მრავალფეროვნება ბიოლოგიის გაკვეთილზე.
·
როგორ შევარჩიო მოსწავლეზე მორგებული შემაჯამებელი დავალებების ტიპები.
როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ სამ კომპონენტში:
1. საშინაო დავალება;
2.საკლასო დავალება;
3.შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
ყველა მასწავლებელმა კარგად ვიცით, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება:
1.თხზულება;
2.ტესტური დავალება;
3.მოხსენება;
4.რეფერატი;
5.პროექტი;
6.საველე-გასვლითი სამუშაო;
7.ლაბორატორიული კვლევა და სხვა.
ჩემს მიერ წარმოებული დაკვირვებების შედეგად აღმოვაჩინე პრობლემა,რომ მხოლოდ ერთი ტიპის შემაჯამებელი სამუშაო,ვთქვათ ტესტი შეიძლება აფასებდეს მხოლოდ ცოდნას და თითქმის შეუძლებელია ტესტით შეფასდეს ის უნარები და დამოკიდებულებები ,რომელსაც ავითარებს საგნის: „ბიოლოგიის “ სწავლება. თუმცა მასწავლებლები მიმართავენ უმეტესად ტესტურ
შემაჯამებლებს.
პედაგოგის ვალდებულებაა ასწავლოს სტანდარტისა და ეროვნული
სასწავლო გეგმის შესაბამისად, აგრეთვე ჩამოუყალიბოს
და შემდეგ შეაფასოს მოსწავლეებში სხვადასხვა ტიპის უნარები და დამოკიდებულებები. ჩემს მიერ შემუშვებულ იქნა გეგმა პირველადი სამუშაოების ჩასატარებლად,რომელიც
ითვალისწინებდა პრობლემის გამოკვეთას,საკითხთან დაკავშირებით მასწავლებლების და მოსწავლეების
დამოკიდებულებას. საკითხის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით და რა თქმა უნდა თავად პრობლემის
სპეციფიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გამეგო მასწავლებლების დამოკიდებულება თუ რატომ
ატარებენ ისინი უმეტესად ტესტური ტიპის შემაჯამებელ დავალებებს, აგრეთვე საინტერესო
და მნიშვნელოვანი იყო თავად მოსწავლეების დამოკიდებულება რომელი უფრო მოსწონდათ ერთი
ტიპის დახურულ პასუხებიანი თუ მრავალფეროვანი შემაჯამებლები და რატომ. ამ პრობლემის სრულად დანახვისთვის საჭიროდ ჩავთვალე
კვლევაში ჩამერთო და დამედგინა რა დამოკიდებულება
აქვს ამ საკითხთან კლასის დამრიგებელს, ფიზიკის პედაგოგსა და მშობლებს.
პირველადი საუბრების შედეგად გაირკვა რომ მათაც მიაჩნდათ
საჭიროდ მრავალფეროვანი შემაჯამებლების ჩატარება მოსწავლეებისათვის,მათი არგუმენტები
იყო მოსწავლეთ მოტივაციის ზრდა,თუმცა იმასაც ამბობდნენ რომ რთული იყო ყველა საგნის
მასწავლებელი დაარწმუნო სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოების აუცილებლობასა და
სიკეთეში,რადგან ისინი ფიქრობენ რომ საბოლოოდ მოსწავლეებს უწევთ კატის გამოცდის ჩაბარება
და ტესტური ტიპის შემაჯამებელი დავალებები მათ ადგებათ გამოცდების კარგად ჩაბარებაში,
შეიძლება შეხვდეთ მსგავსი საკითხი,ან უბრალოდ ეუფლებიან ტესტების კეთების ტექნიკას.
მასწავლებელთან გასაუბრების დროს გამოითქვა ვარაუდები,რომ პრობლემის გამომწვევი მიზეზები
შეიძლება იყოს:
·
დირექციის მოთხოვნა დოკუმანტალურად (წერილობითი) სახით იყოს წარმოდგენილი
შემაჯამებელი სამუშაოები
·
გამოცდებზე
(კატის) უფრო გამოადგებათ ტესტური ფორმით ჩატარებული შემაჯამებლები.
·
სხვადასხვა
ტიპის შემაჯამებლების მომზადება მასწავლებლისგან ითხოვს ბევრ დროს და რესურსს,ხოლო
მოტივაცია ნაკლებია.
·
მოსწავლეებიც
ნაკლებ დროს ხარჯავენ მოსამზადებლად და მათთვის მოსახერხებელია.
თავი II
პრაქტიკული
კვლევის არსი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის,
ახალი ცოდნის შექმნის ინსტრუმენტი. ტერმინი ,,პრაქტიკული კვლევა“ სახელწოდებაშივე მოიაზრებს,
საკითხის პრაქტიკულად გადაჭრის მიზანს. პრაქტიკულ კვლევას აქტიურად იყენებენ განათლების
სფეროში.
პრაქტიკის კვლევით მასწავლებელთა
დაინტერესების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. სწავლის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების
დაძლევა, პროფესიული განვითარება, ახალ ცოდნის შეძენა, კოლეგა პედაგოგებთან თანამშრომლობა
და გამოცდილების გაზიარება, მოსწავლეთა საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო
პროცესის უზრუნველყოფა.
პრაქტიკის
კვლევა რეფლექსიური პროცესია და მისი უმთავრესი შემადგენელი კომპონენტებია დაკვირვება
და რეფლექსია.
მოგეხსენებათ,
საკვლევაძიებო მუშაობა პედაგოგს საშუალებას აძლევს გამოკვეთოს პრობლემა, კონცენტრირდეს
მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მოახდინოს პრობლემის იდენთიფიცირება, პრობლემის აღმოსაფხვრელად
დაგეგმოს ინტერვენცია, იდენთიფიცირებული პრობლემა კი შეცვალოს უკეთესობისაკენ. აუმაღლოს მოსწავლეებს სასწავლო მოტივაცია და გააუმჯობესოს
მათი აკადემიური მოსწრება. მიღებული გამოცდილება გაუზიაროს დაინტერესებულ კოლეგა პედაგოგებს
და სწავლა-სწავლების პროცესში დანერგოს თანამედროვე მიდგომები და მეთოდოლოგია.
,,სამოქმედო კვლევა ასევე გულისხმობს,
ყოველდღიურ სწავლების პროცესში სრულყოფისკენ სწრაფვას-სურვილს კრიტიკულად შეაფასონ
საკუთარი სწავლების მეთოდები, რათა გააუმჯობესონ ან აამაღლონ იგი. ეს ნიშნავს იმ პრინციპის
გაზიარებას, რომ შენ, როგორც პედაგოგი, შორს ხარ იდეალურისაგან, მაგრამ მაინც მიილტვი
მისკენ.-ეს არის განათლების არსი. სამოქმედო კვლევა მნიშვნელოვნად ეხმარება პროფესიულ
სრულყოფას, რასაც პედაგოგები იზიარებენ, რადგან ის უბიძგებს მათ, შეამოწმონ დინამიკა
თავის კლასში. აწონ-დაწონონ მოქმედებები და მოსწავლეების დამოკიდებულება, დაასაბუთონ
და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არსებული პრაქტიკა და გარისკონ ამ პროცესში. სამოქმედო კვლევის დახმარებით პედაგოგები ახლებურად
შეხედავენ როგორც საკუთარ, ისე თავიანთი მოსწავლეების შედეგებს.’’ (ჯეფრი ი. მილსი)
თანამედროვე გაგებით კვლევა მოითხოვს
მეთოდებისა და ტექნოლოგიების კომბინრებას, კვლევაში მონაწილე მხარეების შეთანხმებას,
რაც უზრუნველყოფს შედეგების სანდოობასა და საკვლევაძიებო თემის პრაქტიკაში წარმატებით
განხორციელებას.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დაწყებამდე საკუთარ
თავს დავუსვი კითხვები, რომელსაც გარკვეულწილად პასუხი უნდა გასცეს ყველა მკვლევარმა
მასწავლებელმა.
·
რამდენად დამეხმარება კვლევის შედეგები, წამოჭრილი პრობლემის
გადაწყვეტაში?
·
იქნება თუ არა ღირებული ჩემ მიერ დაგეგმილი კვლევა და ექნება
თუ არა სარგებელი კლასისთვის, ჩემთვის, კოლეგებისთვის,
სკოლისთვის?
·
რამდენად მისაღებია კლასისთვის ან სკოლისთვის ამ საკითხზე
კვლევის ჩატარება? (ეთიკურ ჭრილში)
·
აქტუალურია თუ არა ეს საკითხი ამჟამად ამ საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებისთვის
?
·
რა
მეთოდები და აქტივობები დამჭირდება კლასში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად?
·
რა
სახით შეიძლება დავადგინო პრობლემის გამომწვევი
მიზეზები?
ვფიქრობ, განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
ღირებული იქნება, თუ იგი უზრუნველყოფს ჩემ პროფესიული
ზრდას, პირადი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას. აღნიშნული კვლევით სარგებელს ნახავენ მოსწავლეები და მსგავსი პრობლემის
გადაწყვეტაში დაეხმარება დაინტერესებულ პედაგოგებს.
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა და მისი შედეგები ხელმისაწვდომი
გახდება ყველა დაინტერესებული კოლეგა პედაგოგისათვის.
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
მოსწავლეების შეფასება
მიზანმიმართული და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც სისტემატიურ ხასიათს ატარებს. შეფასების მიზანია გამოავლინოს მოსწავლის უნარები
და შესაძლებლობები, აამაღლოს სწავლის მოტივაცია, დაეხმაროს მოსწავლეს სწავლის პროცესის წარმართვაში,მიაწოდოს მშობელს, მასწავლებელს, ადმინისტრაციას და სახელმწიფოს ინფორმაცია მოსწავლის
მიღწევებზე სტანდარტთან მიმართებაში და დაეხმაროს მასწავლებელს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
მუხლი 15. მოსწავლის შეფასების მიზანი,
პრინციპები და მიდგომები
1.
მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა,
რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
2.
მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი; მან ხელი უნდა შეუწყოს:
მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას,
მათი შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნას.
3.
მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე,
პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა,
ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება,
წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი,
არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).
უზნაძე აღნიშნავს (2003), რომ სწავლის პროცესში
ძირითადი მნიშვნელობა აქვს განსაზღვრული მიმართულებით
მოსწავლის ძალების განვითარებას. “სწავლაში ძირითადი კონკრეტი ჩვევა და ცოდნა როდია, არამედ იმ ძალების განვითარება, რომლებიც სწავლის პროცესში ღებულობენ მონაწილეობას“ (უზნაძე, 2003, გვ. 415). ამ ძალების განვითარებისათვის
კი საჭიროა მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლე და უჩვენოს მას საკუთარი შესაძლებლობების
სრულყოფის გზა.
განათლების სპეციალისტები გოუერი და საფიერი
(2010), შეფასებას მასწავლებელთა რეპერტუარის გაფართოებისა და მოდერნიზაციის ყველაზე
მძლავრ ბერკეტად განიხილავენ. მათი აზრით, შეფასების სისტემა პედაგოგებს აიძულებს სწავლების
მკაფიო მიზნები დასახონ.შეფასება კარნახობს მათ თუ რა ასწავლონ, როგორ ასწავლონ, რა
დრო დაუთმონ ცალკეულ თემებს და რომელი აქტივობების შესრულება სთხოვონ მოსწავლეებს.
ამავდორულად მოსწავლეების
მრავალფეროვანი და ხშირი შეფასება ხელს უწყობს მათ განვითარებას. ეროვნული
სასწავლო გეგმა მრავალმხრივი შეფასების
უზრუნველსაყოფად სკოლებს სთავაზობს მოსწავლეთა
შეფასების ორ მეთოდს - განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.განმსაზღვრელი შეფასება გვიჩვენებს თუ რამდენად
ახლოსაა მოსწავლე დასახულ მიზანთან.განმავითარებელი შეფასება ეხმარება სწავლის პროცესის გაუმჯობესებას. შეფასების
ორ ტიპს - ფორმატიული (formative) და შემაჯამებელი
(summative) გვთავაზობენ განათლების უცხოელი სპეციალისტებიც. განათლების ზოგიერთი სპეციალისტის
აზრით, ფორმატიული (formative) შეფასება მასწავლებელს აწვდის ინფორმაციას მოსწავლეების
პროგრესისა და ხარვეზების შესახებ (Ramaprasad,
1983). აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი
გეგმავს სასწავლო პროცესს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მოსწავლის მიერ სასწავლო
აქტივობების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.
ბიოლოგიის შესწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება
ეფექტური და მარავლმხრივი შეფასების მეთოდების გამოყენებას.
ბიოლოგიის საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი
და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების
განსაზღვრა. მიზნების შესაბამისი შეფასების ისეთი ტიპებისა და ფორმების შერჩევა, რომელთა
საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არა მარტო გამოვლინდეს მოსწავლეთა შესაძლებლობანი
და შეფასდეს მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ ხელი შეუწყოს სწავლა-სწავლებათა ხარისხის
გაუმჯობესებას.
შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და შეფასების
ცხრილებისა და სქემების შედგენა შემდეგი ტიპის აქტივობებისათვის: პრობლემის იდენტიფიკაცია,
ინფორმაციის მოძიება, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების განსაზღვრა და მათი ეფექტურობის
შეფასება, პრეზენტაცია, საზოგადოებრივი მეცნიერებების თემებზე საკლასო დისკუსიებში
მონაწილეობა, სხვადასხვა ტიპის წერითი დავალებების შესრულება და ა.შ.
სწავლა პროცესია - დროთა განმავლობაში ცოდნისა
და უნარების მყარი აკუმულირება და არა მოვლენა. შეფასება მოსწავლის ცოდნის გზაზე მოგზაურობაში საკუთარი ადგილსამყოფელის,
სამომავლო გეგმების განსაზღვრაში ეხმარება და არა იმის გარკვევაში, კარგი მოსწავლეა
თუ არა.
შეფასება სწავლისა და სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასება არის საგნის,
მოვლენის ან პროცესის შესაბამისობის განსაზღვრა წინასწარდადგენილ კრიტერიუმებთან.
შეფასების საშუალებით, მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა მიღწევების შესაბამისობას სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნილებებთან.
მასწავლებელი ცოდნის და მათი უნარ-ჩვევების
შესაფასებლად სხვადასხვა საშუალებას, მეთოდს უნდა იყენებდეს.
შეფასების ინსტრუმენტები:
• სწორი
პასუხის შერჩევაზე ორიენტირებული ტესტები (სწორი/არასწორი ან ვარიანტული)
• თემატურ
შეკითხვებზე წერილობითი პასუხები (მოკლე ჩანაწერის ფორმატი)
• ვრცელი
წერითი ნამუშევარი (ესსე, თემა ცდის ანგარიში და სხვა)
• ვიზუალური
ნამუშევარი (კედლის გაზეთი, საპრეზენტაციო პოსტერი, ელექტრონული პრეზენტაცია)
• ზეპირი გამოსვლა (თხრობა, ზეპირი ანგარიში, დისკუსია, დებატი
და სხვა)
• უნარების დემონსტრირება (ფიზიკური უნარი, როლური გათამაშება,
მუსიკალური ნაწარმოების შესრულება და სხვა).
• ამოცანის ამოხსნა
• ჩანაწერების ან მიმოწერის დღიური
• არაფორმალური დაკვირვება
• ფორმალური დაკვირვება განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით
• მოსწავლეთა თვითშეფასება
• მოსწავლის შეფასების შედეგების ანალიზი
• შეკითხვების დასმა აღრიცხვის ფურცელი
• ინტერვიუ
• გამოკითხვა
• პორტფოლიო
• თანამშრომლობითი სასწავლო აქტივობები (მაგ. ჯგუფური მუშაობა
და სხვა)
• მოსწავლეთა ურთიერთშეფასება.
ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით გვაქვს შემდეგი შეფასების კომპონენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში:
1. საკლასო სამუშაო
2. საშინაო დავალება
3. შემაჯამებელი დავალება.
რას ითვალისწინებს შემაჯამებელი დავალების კომპონენტის შეფასება?
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს.
ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის ( თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი)
შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები.
სტანდარტის მოთხოვნათა შესაფასებლად რეკომენდებულია შემაჯამებელი დავალებათა
მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება.
საბუნებისმეტყველო საგნების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
ტესტი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო, საველე/გასვლითი სამუშაო, მოდელირება, პროექტი,
პრეზენტაცია და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
·
სააზროვნო უნარ-ჩვევები
·
კვლევის უნარ-ჩვევები.
·
პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები
·
კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
·
სოციალური უნარ-ჩვევები
·
თვითმართვის უნარ-ჩვევები.
·
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები
·
დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა
·
ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს
კონკრეტული დავალების პირობისა და გავლილი მასალის გათვალისწინებით.
·
10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე.
·
მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც ემსახურება
შემაჯამებელი დავალება.
როგორც ვხედავთ შემაჯამებელი
დავალებების შეფაების დროს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს უნარების შეფასებას,თუმცა
თუ მასწავლებელი არ გამოიყენებს სხვადახავა ტიპის შემაჯამებელ დავალებებს რა თქმა უნდა
ვერ შეძლებს აქ ჩამოთვლილი უნარებისა და დამიოკიდებულებების შეფასებას.
უნდა
აღინიშნოს რომ მასწავლებელბი შემაჯამებელ დავალებებს ატარებენ უმეტესად ტესტირების
სახით.
ტესტირების დადებითი მხარე ისაა, რომ მოკლე დროში, რესურსების ნაკლები დანახარჯით მასწავლებელი დაახლოვებით იგებს მოსწავლის დონეს თუ შესაძლებლობებს, თუმცა ესეც პირობითია, რადგან შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტესტზე დაყრდნობით იმის თქმა, ესა თუ ის მოსწავლე როგორი ინტელექტის მატარებელია ან რა ცოდნას ფლობს. ასევე ტესტირება ბავშვებს კონცენტრაციას და ყურადღებას უვითარებთ (თუმცა არსებობს უამრავი სხვა მეტად სახალისო და სასარგებლო აქტივობები კონცენტრაციისთვის/ყურადღებისთვის), და განსაზღვრულ დროში მუშაობას ეჩვევიან. თუმცა აღნიშნული დადებითი თვისებები სულ არაფერია იმასთან შედარებით, რამდენი უარყოფითიც ახლავს ხშირ ტესტირებას.ტესტირება არ იძლევა ინდივიდუალური, დიფერენცირებული მიდგომის საშუალებას. ის ყველას „ერთ ქვაბში ხარშავს“, განსხვავებით ბავშვის შესაძლებლობებისა. რა გვინდ აჩვენ? რისკენ მივისწრაფვით? რომ კლასში ყველა ერთნაირად მოაზროვნე და ერთნაირი შესაძლებლობების ბავშვები გვესხდნენ? ეს არის ჩვენი მიზანი? რომ ბავშვებში ინდივიდუალიზმი ჩავკლათ და მისი პიროვნება იმით განვსაზღვროთ ა შემოხაზა თუ ბ? როდესაც ყოველი ბავშვი ცალკე აღებული, უნიკალური სამყაროა, რომლის მსგავსი არარსებობს. ისინი განსხვავდებიან ტემპით, აზროვნებით, სოციალური სტატუსით, გამოცდილებებით, შინაგანი ინტელექტით, გემოვნებით, გადაწყვეტილებების მიღების განსხვავებული გზებით, აღზრდით და სხვ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მათთვის ერთნაირი ტესტის დადება, რბილად რომ ვთქვათ უსამართლობაა და შედეგიც მაინცდამაინც საინტერესო აღარ არის.ტესტირება არ იძლევა უკუკავშირის საშუალებას. ხშირად მოსწავლისთვის გაურკვეველია, რაში დაუშვა შეცდომა და როგორ გამოასწოროს.ტესტი ვერ აფასებს მოსწავლის შემოქმედებითობას, პირიქით ის ზღუდავს და ჩარჩოებში სვამს ამ უნარის გამოვლენას.ტესტის მზადებაში და მისი შედეგების გაანალიზებაში მოსწავლის დროის გარდა იხარჯება მასწავლებლის დროც. ნაცვლად იმისა, რომ მეტი დრო დაუთმონ სოციალურ კვლევებს, ხელოვნებას, ფიზიკურ განათლებას, ისტორიას, მეცნიერებებს, კვლევებს, დაკვირვებებს და სხვ.შეიძლება მოსწავლეს ჰქონდეს ღრმა ცოდნა ამა თუ იმ დისციპლინაში, მაგრამ ტესტირებაში დაბალი ქულა აიღოს, სხვადასხვა ფაქტორის გამო. თუ სხვა შემთხვევაში და სხვა პირობებში (კონკრეტული პროექტი, ხატვა, ძერწვა, დისკუსია) ამ მოსწავლეს ექნებოდა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამომჟღავნების. რა ქნას მასწავლებელმა? ამ გაგანია ტესტებში რა გამოსავალი იპოვოს? უამრავი ალტერნატიული მეთოდი არსებობს, რომელიც ტესტს ცვლის და უკეთესი შედეგებიც აქვს, არამხოლოდ რიცხვებში და შედეგებში, არამედ ბავშვის განვითარებაში და მისი მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებისთვის. დისკუსია, პროექტები, პრეზენტაციები, კვლევები, სასკოლოგაზეთები, სპექტაკლები, დებატები, ექსკურსიები, ექსპერიმენტები, თავისუფალი წერა, წიგნების კეთება და უამრავი სხვა. მთავარია თითოეული მათგანი სწორად შევარჩიოთ, და არუნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი მოსწავლის პოზიტიური დამოკიდებულება, მისი სილაღე, ინტერესი და ჩართულობის სურვილი უნდა იყოს. მთავარია შევქმნათ და არ დავიზეპიროთ, ვწეროთ და არ შემოვხაზოთ, ჩვენი სათქმელი გამოვხატოთ ნებისმიერი ფორმით – თუნდაც ეს დაფისწინ სპონტანურად დადგმული წარმოდგენა იყოს.(ინა იმედაშვილი. ჟურნალი
„მასწავლებელი“)
ჯონ საფიერისა და რობერტ გოუერის აზრით
სხვადასხავა ტიპის შემაჯამებელი დავალებებისა და სხვადასხვა აქტივობების შეფასების
დროს მასწავლებლებს დაეხმარებათ დაფიქრდნენ ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებზე:
# აღძრავს თუ არა დავალება მოსწავლის ინტერესს და მოტივაციას?
# მოითხოვს თუ არა დავალება მოსწავლისაგან მისი მნიშვნელობის
გაანალიზებას?
#წაახალისებს თუ არა დავალება გონების მნიშვნელოვანი
უნარ-ჩვევების დემონსტრირებას?
#წაახალისებს
თუ არა დავალება გამოხატვის მრავალგვარ ფორმებს?
# ხომ არ შეიცავს დავალება შემთხვევით იძულებას?
# აფასებს თუ არა დავალება გარკვეული დროის განმავლობაში
მიღწეულ წინსვლას?
#მოითხოვს თუ არა დავალება სხვებთან თანამშრომლობას?
# დავალებაში პასუხის სიღრმეზეა გამახვილებული ყურადღება
თუ მის მოცულობაზე?
# იკვლევს და განსაზღვრავს თუ არა დავალება მოსწავლის,ერთი
შეხდვით,უხილავ ძლიერ მხარეებს?
# რას უფრო აფასებს დავალება სწავლებასა და ძალისხმევას
თუ თანდაყოლილ ტალანტს?
# დავალების სტანდარტები მხოლოდ მოცემული დისციპლინისთვის
აუცილებელი ცოდნის, უნარ_ჩვევების ფართო სპეტრს მოიცავს,თუ ინტერდისციპლინურ უნარებსაც?
#იცნობს თუ არა მოსწავლე დავალების შესრულებამდე მისი
წარმატებით შესრულების კრიტერიუმებს?
# სწორად არის თუ არა განსაზღვრული დავალების სტანდარტი?
#ეხმიანება თუ არა დავალების სტანდარტები სკოლის, მუნიციპალიტეტის
ან ქვეყნის მიზნებს?
# ესადაგება თუ არა დავალება ქულების სისტემას?
#არის თუ არა დავალება მრავალგანზომილებიანი,რაც მოსწავლეს
ზოგ ასპექტში სიძლიერისა, ხოლო ზოგში სისუსტის გამოვლენის საშუალებას აძლევს?
#არის თუ არა შეფასება ისე აგებული, რომ მოსწავლისა
და მასწავლებლის სწრაფი და სასარგებლო უკუკავშირი უზრუნველყოს?
თავი
IV
მეთოდოლოგია
4.1 კვლევის
სამიზნე ჯგუფი
ამ თავში განხილულია საკვლევის საკითხი და ქვეკითხვები.
მოცემულია, კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა. წარმოდგენილია ინფორმაცია სამიზნე ჯგუფის
ჩამოყალიბების და მუშაობის ეტაპების შესახებ. ასევე განხილულია, კვლევისათვის მონაცემთა
შეგროვების მეთოდები.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს: მე-8 კლასის მოსწავლეები.
კვლევაში ჩართული
პირებია: საკვლევი კლასის დამრიგებელი,ფიზიკის მასწავლებელი, მშობლები.
ყველა მათგანი
წარმოადგენს საკითხის მოგვარებით დაინტერესებულ მხარეს.
როგორც წინა თავში აღვნიშნე, ჩემი კვლევის მთავარი კითხვაა:
რა არის ბიოლოგიაში შემაჯამებლების დავალებების
დაბალი ხარისხის პრობლემები? კვლევის
მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე
პასუხის გაცემა:
·
რას
აფასებენ მასწავლებლები როდესაც მოსწავლეებს შემაჯამებელ სამუშაოდ სთავაზობენ მხოლოდ
დახურულ პასუხებიან ტესტურ დავალებებს.
·
საჭიროა
თუ არა მოსწავლეს შეუფასდეს შემაჯამებელ სამუშაოებზე უნარები და დამოკიდებულებები
·
უკითხავთ
კი მოსწავლეებისთვის მოსწონთ თუ არა ან ხომ არ სწყინდებათ ყოველთვის ერთი ტიპის(ტესტური)
შემაჯამებლები
·
დაკვირვებიან
თუ არა ხომ არ იწერენ მოსწავლეები ერთმანეთისგან შემაჯამებელ სამუშაოებს
·
თუ
სთავაზობენ მოსწავლეებს შემაჯამებელი სამუშაოს
აღდგენის დროს ალტერნატიულ ტესტს, ხომ არ უფიქრიათ იქნებ ვინმემ ტელეფონით სურათი გადაუღო
ტესტს და მიაწოდა თავის ამხანაგს ვინც არ იყო შემაჯამებელ წერაზე.
·
როგორ იქცევიან მასწავლებლები როდესაც მოსწავლეებს აქვთ იდენტური პასუხები
·
უნარებისა და დამოკიდებულებების შეფასება უნდა ხდებოდეს თუ არა
შემაჯამებელი სამუშაოების საშუალებით.
4.2. მონაცემთა შეგროვება
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით
მონაცემთა
შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე
ანკეტირება, ფოკუს-ჯგუფი, მეორადი
მონაცემების ანალიზი
ანკეტირება ჩავატარე ფიზიკის მასწავლებელთან, რომელიც ასწავლის ამ კლასს. მიზანი იყო გამეგო მისი დამოკიდებულება მრავალფეროვანი
შემაჯამებლების ჩატარებასთან დაკავშირებით. კითხვარი წარვმართე ამ კითხვების გამოყენებით:
1.
როგორი
ტიპის შემაჯამებლებს იყენებთ ყველაზე ხშირად?
ა. დახურული
დაბოლოებით. ბ. ღია დაბოლოებით . გ. კითხვა-პასუხის .
2.
როგორ
ფიქრობთ რამდენად გადიხართ შედეგზე?
ა. ხშირად. ბ. იშვიათად. გ. ვერასდროს.
3.
როგორია
მოსწავლეების დამოკიდებულება ამ ტიპის შემაჯამებლების ან ერთი ტიპის შემაჯამებლების
მიმართ?
ა.მოსწონთ. ბ. ნეიტრალურები არიან. გ. არ მოსწონთ.
4 . თუ დაინტერესებულხართ მოსწავლეთა აზრით ან მოსწავლეების
მხრიდან ხომ არ წამოსულა ალტერნატივები, და როგორი იყო თქვენი რეაქცია/რეაქციები?
..........................................................................................................................................................
5
. ეროვნული სასწავლო გეგმა გაძლევს თუ არა საშუალებას
დაგეგმოთ სხვა და სხვა ტიპის შემაჯამებლები?
ა. დიახ. ბ. არა. გ. არვიცი.
6
.თქვენი აზრით შეუწყობს თუ არა ხელს სხვადასხვა ტიპის
შემაჯამებლები სხვადასხვა უნარების განვითარებას და შეფასებას?
ა. დიახ ბ. არა. გ. ნაწილობრივ.
მოსწავლეებთან
კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენე ფოკუს ჯგუფი.
მათ წინასწარ დაგეგმილი კითხვებით მივმართე. კითხვები იყო ღია დაბოლოებებით, რადგან
მსურდა თავისუფალი ყოფილიყვნენ არჩევანში. კითხვები ასეთი სახითაა:
1.
რომელი
ტიპის შემაჯამებელი დავალება მოგწონთ და რატომ?
/შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე ტიპი, გთხოვთ არგუმენტების მოშველიებით დაასაბუთოთ
თქვენი არჩევანი/
2.
როგორი
ტიპის შემაჯამებელ დავალებებს წერდით ბუნებისმეტყველების საგანში შარშან, მოგწონდათ?
3.
ფიზიკაში
როგორი ტიპის შემაჯამებლებს წერთ?
4.
მრავალფეროვანი
შემაჯამებელი უფრო საინტერესო იქნება თუ ერთნაირი-დახურულ ბოლოებიანი პასუხებით?
5.
რა
გიშლით ხელს მაღალი შეფასების მიღწევაში?
6.
რას
შეცვლიდით შემაჯამებლების სტრუქტურაში?
7.
რომელი
საგნის შემაჯამებელი დავალება უფრო მისაღებია თქვენთვის?
მეორადი მონაცემების ანალიზი- შევაგროვე და შევისწავლე მერვეკლასელების მიერ მიღებული ქულები მეშვიდე კლასში შემაჯამებელ სამუშაოში ბუნებისმეტყველებაში და მერვე
კლასის პირველ სემესტრში ,რათა პასუხი გამეცა შეკითხვისთვის იქნებოდა თუ არა განსხვავება
როდესაც შევადარებდი ერთი და იგივე მოსწავლეების მიღებულ შედეგებს ერთი ტიპის და მრავალფეროვან
შემაჯამებელ სამუშაოებში.
მოსწავლეები
|
VII კლ.
I სემესტრი
|
VII კლ.
II სემესტრი
|
VIII კლ.
I სემესტრი
|
N 1
|
8
|
8
|
5
|
N 2
|
8
|
8
|
6
|
N 3
|
9
|
9
|
7
|
4.3 კვლევის
ვადები
კვლევის
ხანგრძლივობა და დაგეგმილი აქტივობები გავწერე დროში.
პრაქტიკის კვლევის დროს განხორციელებული აქტივობა
|
იანვ.
|
თებერ.
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
|
1.
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
X
|
|||||
2.
|
კვლევის სავარაუდო
გეგმის შემუშავება
|
X
|
|||||
3.
|
კვლევის ლიტერატურის გაცნობა, დამუშავება
|
X
|
|||||
4.
|
კითხვარის შედგენა, მოსწავლეებისა და კოლეგისათვის პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების დადგენის მიზნით
|
X
|
|||||
5.
|
ფოკუს-ჯგუფში
შერჩეული მოსწავლეების გამოკითხვა
|
X
|
|||||
6.
|
კვლევაში მონაწილე მასწავლებლის ანკეტირება
|
X
|
|||||
7.
|
კვლევაში გამოყენებული კითხვარების შედეგების სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი
|
X
|
|||||
8.
|
ინტერვენციების შერჩევა
|
X
|
|||||
9.
|
ინტერვენციების განხორციელება
|
X
|
X
|
X
|
|||
10.
|
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
X
|
|||||
11.
|
კვლევის გაზიარება კოლეგებთან
|
X
|
თავი V
5.1 გამოკითხვის შედეგების
ანალიზი
ფოკუს-ჯგუფის და მეორადი
მონაცემების ანალიზის შედეგად მოვახდინე პრობლემების იდენტიფიცირება. თითოეული მოსწავლის
შემთხვევაში გამოიკვეთა ინდივიდუალური, კომპლექსური პრობლემები, რომლებიც მოითხოვს
ასევე გადაჭრის ინდივიდუალურ და კომპლექსურ მიდგომებს.
მოსწავლე N 1 შემთხვევაში
გამოიკვეთა, რომ მოსწავლე აქტიურია და კარგად ერთვება საკლასო მუშაობაში, მაგრამ შემაჯამებელი
დავალების შესრულებაში ხელს უშლის მოჭარბებული ემოციურობა, იმის გამო რომ არ იცის რა
ტიპის დავალებები დახვდება შემაჯამებელ სამუშაოში აქვს გაურკვევლობის განცდა, ამიტომ
იბნევა და ვერ ახერხებს დროულ მობილიზებას,
არ ჰყოფნის საგაკვეთილო პერიოდი.
მოსწავლესთან ფოკუს ჯგუფში ინტერვიუს
დროს დავადგინე რომ, მას უადვილდება დახურულ ბოლოიანი ტესტების შესრულება, არ მოსწონს
ღია ბოლოიანი შეკითხვები, რომელიც მსჯელობასა და ანალიზს საჭიროებს. ამის გამო უყვარს
მუსიკის შემაჯამებლების დაწერა.
გავაკეთე დასკვნა, რომ მოსწავლეს სჭირდება
დამატებით დახმარება, შემაჯამებელი დავალებების ხარისხიანად შესრულებაში.
მოსწავლე N 2 შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ იგი ნაკლებად აქტიურია
საგაკვეთილო პროცესშიც და სახლშიც ნაკლებ დროს უთმობს შემაჯამებელი დავალებისთვის მომზადებას . ფოკუს ჯგუფში ინტერვიუს დროს გაგვიმხილა
რომ, დიდი სიამოვნებით ჩაერთვება არა ტესტურ,
არამედ კვლევითი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელ შემაჯამებლებში. მას მოსწონს ლაბორატორიული
ცდების ჩატარება და დასკვნების გამოტანა.
გავაკეთე დასკვნა, რომ მოსწავლე საჭიროებს
დამატებით დახმარებას შემაჯამებელი დავალების ხარისხიანად შესრულებაში.
მოსწავლე N 3 შემთხვევაში
გამოიკვეთა, რომ საკლასო სამუშაოებს აქტიურად
ასრულებს , გაკვეთილშიც ხალისით ერთვება, მაგრამ საშინაო დავალებების შესრულება არ
უყვარს, გაკვეთილს უფრო ხშირად იზეპირებს და როცა შემაჯამებელ ტესტში სააზროვნო კითხვები
ხვდება მასზე ვერ პასუხობს.
გავაკეთე დასკვნა, რომ მოსწავლეს
სჭირდება დამატებით დახმარება შემაჯამებელი დავალებების ხარისხიანად შერულებაში.
მოსწავლეებში დავაფიქსირე თუ როგორი ტიპის შემაჯამებლები
ჰქონდათ ჩატარებული და რომელს ანიჭებდნენ უპირატესობას: ერთფეროვანს თუ მრავალფეროვანს.
აღმოჩნდა, 2 ტიპს მიანიჭეს უპირატესობა: ტესტურს-დახურული კითხვებით ან კითხვა-პასუხს
და მრავალფეროვანს მხოლოდ 1 მოსწავლემ.
1 შეკითხვა შეიცავდა ასარჩევ პასუხებში 10 სავარაუდო
ტიპს შემაჯამებელი დავალებებისა,მათგან მოსწავლეებმა აირჩიეს მხოლოდ სამი,რომელიც ჩატარებიათ
სხვადასხვა საგნებში

მე-2 შეკითხვაზე ,რომელიც შეეხებოდა კონკრეტულად საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებში შემავალ საგნებს,დაფიქსირდა და გამოიკვეთა ორი ტიპის შემაჯამებლები
(ტესტი,და კითხვა -პასუხი),რომლებიც უტარდებათ მოსწავლეებს .
მე-3 შეკითხვის მიხედვით მოსწავლეებს უნდა დაეფიქსირებით
როგორი შემაჯამებელი სამუშაოები ურჩევნიათ რომ უტარდებოდეთ ერთფეროვანი თუ მრავალფეროვანი,გამოკითხული
მოსწავლეების 2/3 -მა უპასუხა რომ ურჩევნიათ
მრავალფეროვანი შემაჯამებლები უტარდებოდეთ, და მხოლოდ 1/3 პასუხობდა რომ ურჩევნია ერთფეროვანი
შემაჯამებლები

მე-4 შეკითხვაზე ალტერნატიული ვარიანტებიდან მოსწავლეთ
1/3 მა აირჩია უმეტესად ორი პასუხი,რომ ადვილია შესასრულებლად და რომ ახერხებენ გადაწერას

მე-5 შეკითხვის პასუხების ალტერნატიული ვარიანტებიდან მოსწავლეებმა აირჩიეს
რამდენიმე პასუხი

მე-6 შეკითხვაზე პასუხი დააფიქსირა იმ 2/3-მა რომლებმაც
აირჩიეს მრავალფეროვანი შემაჯამებელი სამუშაოები. 5 სავარაუდო პასუხიდან მოსწავლეთ
უმეტესობამ უპირატესობა მიანიჭა სამ მათგანს

მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი
მიგნება:
·
მხოლოდ ერთი ტიპის(ტესტი) შემაჯამებელი სამუშაოები ნაკლებ
ინტერესს იწვევს მოსწავლეებში, მას მხოლოდ მოვალეობის მიზნით ასრულებს.
·
საგნის,
ბიოლოგიის, თავისებურებებიდან გამომდინარე აუცილებელია სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელი
დავალებების შეთავაზება, რათა მათ სრულად გამოავლინონ თავიანთი უნარ-ჩვევები. ჩემ მიერ შეთავაზებული დავალებები ასეთი ტიპის იყო,
მაგრამ ისინი არ იყვნენ შეჩვეული ასეთ დავალებებს, ამიტომ გაუჭირდათ.
·
მასწავლებლებმა გაითავისონ რომ ამ საქმისთვის დახარჯული დრო და ენერგია არის აუცილებელი და საჭირო
საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად.
5.2 მეორადი მონაცემების ანალიზი
მეორადი მონაცემების ანალიზით დავადგინე, რომ გასულ
წელს შედარებით მაღალი ნიშნები ჰქონდათ მოსწავლეებს მიღებული, რაც იმით იყო გამოწვეული რომ, დავალებები იყო ტესტური
დახურული ბოლოიანი პასუხებით, რომელსაც შედარებით ადვილად წერდნენ.
ანკეტირება- ფიზიკის მასწავლებელთან გამოიკვეთა,
რომ ხშირად იყენებს კითხვა-პასუხიან დავალებებს. რომელსაც ნაწილობრივ სძლევენ მოსწავლეები.
თუმცა ისინი არ გამოთქვავენ უკმაყოფილებას მიღებული ნიშნების გამო. ეროვნული სასწავლო გეგმა იძლევა საშუალებას რომ
ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის შემაჯამებლები, მაგრამ მას ურჩევნია ან ასეთი, ან ტესტური
დავალებები აირჩიოს, რადგან ასეთი სტილია კატის გამოცდებზეც, თან არ მოითხოვს ბევრ
დროს. თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი ფორმა, ხელს არ უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას.
იმის მიუხედავად, რომ კლასში მხოლოდ სამი მოსწავლეა,
გამორიცხულია არაა გადაწერა ან კარნახი, ან უბრალოდ გამართლება. იშვიათად აცდენენ შემაჯამებლებს
და ამიტომ არ თვლის საჭიროდ შეუდგინოს ახალი ალტერნატიული ტესტი აღდგენის დროს.
·
მხოლოდ დახურული პასუხებიანი ტესტი მოსახერხებელია მათთვის-ადვილად
შეუძლიათ გადაიწერონ ან გაუმართლოთ.
·
აუცილებელია საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები შეჯერდნენ სხვადასხვანაირი
შემაჯამებელი დავალების შედგენაზე, რათა მოხდეს მოსწავლეების ამ კუთხით განვითარება.
·
მასწავლებლებმა გაითავისონ რომ ამ საქმისთვის დახარჯული დრო და ენერგია არის აუცილებელი და საჭირო
STEM-ის საგნებში
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად.
საუბრის დასასრულს შევთანხმდით რომ მრავალფეროვანი
ტიპის შემაჯამებლები სამუშაოები უფრო შედეგიანი იქნებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში,თუმცა
ისიც აღნიშნა რომ თავად უმეტესად მიმართავს ერთი ტიპის(ტესტურ) შემაჯამებლებს. კითხვაზე
რატომ? წამოვიდა უმეტესად სამი მიმართულებით
პასუხები. ერთი მიმართულება-საუბარია დირექციის მოთხოვნაზე, ანუ თუ მოგვთხოვს დირექცია
ჩავატარებთ, მეორე მიმართულება საუბარია იმაზე, რომ ასეთი სამუშაო მასწავლებლებისგან
მოითხოვს ბევრ დროს,რესურსს და ენერგიას, მესამე მიმართულება აღნიშნა რომ ყველა მოსწავლემ
შეიძლება ვერ შეასრულოს სხვადასხვა მიზეზების გამო ასეთი დავალებები,ვთქვათ კარგად
დაამზადოს პრეზენტაცია ,მაგრამ ვერ წარადგინოს კლასის წინაშე,ან კიდევ მოსწავლეებს აქვთ ბევრი სამეცადინო და მათაც
უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის შემაჯამებლებზე სამუშაოდ.თუმცა
შევთანხმდით, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ასეთი ტიპის სამუშაოები პირველ რიგში
განუვითრებს მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის როგორც სააზროვნო ისე ტექნიკურ უნარებს და
მასწავლებლებიც შეძლებენ ამ ყველაფრის შეფასებას.
კვლევის მუშაობის დროს, ვისარგებლე პასმორის მოსაზრებით,
რომლის თანახმად, ნებისმიერი ორგანიზაცია გაცილებით უკეთ ფუნქციონირებს, თუ მისი წევრები
თავად ერთვებიან საქმის წარმართვაში: ანუ არიან ე.წ. თვითმართვადი ადამიანები, იღებენ
დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით, ითავისებენ მეტ
პასუხისმგებლობას და მიუხედავად მათ წინაშე მდგომი დიდი სირთულეებისა უფრო მოტივირებულნი
არიან (Passmore, 2001).
თავი
VI
6.1 ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
ჩემს მიერ წარმოებული
კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე ინტერვენციებს წარმოადგენს რამოდენიმე განსხვავებული ტიპის შემაჯამებელები .
თითოეული მათგანისთვის შევქმენი უნიფიცირებული
რუბრიკა, რომლის კრიტერიუმებსაც ვაცნობდი მოსწავლეებს ყოველი შემაჯამებელი დავალების
ჩატარებამდე.
ინტერვენციის ვარიანტებია:
ლაბორატორიული პრაქტიკა, ესგ სტანდარტი
კვლ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და
კვლევის ეტაპები,
მისაღწევი შედეგი: აყალიბებს კვლევის მიზანს, განსაზღვრავს
კვლევით აქტივობების თანმიმდევრობას.
კვლ.VIII.4 . მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება,
მისაღწევი შედეგი: აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს
დასკვნებს.
პრაქტიკული სამუშაოს შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
კვლევის
საგნისა და კვლევის ეტაპების განსაზღვრა
|
უჭირს
განსაზღვრა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება
|
იშვიათად
განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს
|
ზოგჯერ
განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს.
|
ხშირად
განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს.
|
განსაზღვრავს
და აყალიბებს კვლევის მიზანს.
|
კვლევითი
პროცედურის განხორციელება
|
უჭირს
კვლევის ჩატარება
|
სათანადო
ხელსაწყოების გამოყენებით იშვიათად ატარებს ცდას
|
სათანადო
ხელსაწყოების გამოყენებით ზოგჯერ ატარებს ცდას
|
სათანადო
ხელსაწყოების გამოყენებით ხშირად ატარებს ცდას
|
სათანადო
ხელსაწყოების გამოყენებით ატარებს ცდას.
|
მონაცემთა
ანალიზით დასკვნების გამოტანა
|
უჭირს
დასკვნების გამოტანა
|
მონაცემთა
ანალიზით იშვიათად აკეთებს სათანადო დასკვნებს
|
მონაცემთა
ანალიზით ზოგჯერ აკეთებს სათანადო დასკვნებს
|
მონაცემთა
ანალიზით ხშირად აკეთებს სათანადო დასკვნებს
|
მონაცემთა
ანალიზით აკეთებს სათანადო დასკვნებს
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა:
ბიოლ VIII.8. მოსწავლეს
შეუძლია გააანალიზოს ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
მისაღწევი შედეგი: მოიპოვებს ინფორმაციას რეპროდუქციული
ჯანმრთელობის შესახებ. აკეთებს პრეზენტაციას.
კრიტერიუმები
|
ცუდი
|
საშუალო
|
კარგი
|
ნაშრომის
საინტერესოდ წარმოდგენა
|
|||
პრობლემის
კვლევა და ანალიზი
|
|||
პრობლემის
გადაჭრის გზების ძიება
|
|||
თემის
გასაგებად წარმოდგენა
|
|||
დროის
ლიმიტის დაცვა
|
სიმულაციური თამაში
: ესგ. VIII.8: მოსწავლეს
შეუძლია გააანალიზოს ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
მისაღწევი შედეგი: სიმულაციურ
თამაშში განახორციელებს პირველადი დახმარების ღონისძიებებს სხვადასხვა სიტუაციისთვის
( მაგ. ჩონჩხის ტრავმა, სისხლდენა)
კრიტერიუმები
|
ქულა
|
|
შეუძლია
მიწოდებული ინსტრუქციის პრაქტიკაში გადატანა
|
2
|
|
ითისებს
და ავლენს ქცევის ახალ ფორმას
|
2
|
|
შეუძლია
თეორიული მასალის გამოყენება საკუთარი როლის შესრულების დროს
|
2
|
|
აფასებს
სიტუაციას სწორად და არის აქტიური
|
2
|
|
ავლენს გუნდური მუშაობის უნარს
|
2
|
6.1 . ინტერვენციის შეფასების მეთოდები და შედეგები
ინტერვენციის შეფასება მოვახდინე დაკვირვებით, ყოველი
მომდევნო შემაჯამებელი მცირე პროგრესს ავლენდა, გაიზარდა ინტერესი საგნისადმი. შემდეგ
ჩავატარე გამოკითხვა: რომელი ტიპის შემაჯამებელი მოეწონათ: განსხვავებული თუ ძველი
-ტესტური. აღმოჩნდა რომ 2 მოსწავლემ დიდი მოწონება გამოთქვა განსხვავებულ შემაჯამებლებზე,
რადგან ისინი სახალისო და საინტერესო და ცხოვრებაში უფრო გამოსადეგი იყო, ერთი მოსწავლე
კი მიემხრო ჩვეულ ტესტურ შემაჯამებელს, რადგან იგი მისთვის უფრო ნაცნობი და ადვილად
დასაძლევი აღმოჩნდა.
თავი
VII
7.1
მიგნებები, რეკომენდაციები
•
მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებები ხელს უწყობს
მოსწავლეებში 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, მოქალაქეობრივი დამოკიდებულებების
ჩამოყალიბებას და მათ ობიექტურ შეფასებას
•
მოსწავლეები გადიან ეროვნულინ სასწავლო გეგმით დასახულ
შედეგებზე ბიოლოგიაში.
•
ისეთი ტიპის შემაჯამებელი დავალებები ,როგორიცაა სიმულაციური
თამაში,პრეზენტაცია,ლაბორატორიული პრაქტიკა, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას
•
მოსწავლეებს უადვილდებათ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში
გადატანა
•
უმჯობესდება მოსწავლეთა შედეგები
ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით
შევიმუშავე რამოდენიმე რეკომენდაცია:
·
ტესტური ტიპის დავალებების შემთხვევაში უნდა მოხდეს წინასწარ მისი მსგავსი დავალებების შესრულება,
რომ მოსწავლისთვის არ იყოს უცხო.
·
საბუნებისმეტყველო კათედრაზე
უნდა მოხდეს შეთანხმება კოლეგებს შორის და შეირჩეს მსგავსი სტილის შემაჯამებელი დავალებები, რადგან
მოსწავლეთა შორის არ იყოს გაურკვევლობა და
შფოთი უცხო ფორმის დავალებების გამო, რომელთაც შეფასების რუბრიკებიც ერთი სტილის ექნებათ.
7.2 თვითკრიტიკა
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის სუსტ მხარედ გარედან მაყურებელმა ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს ის, რომ 3 მოსწავლეზე განხორციელდა კვლევა. შესაძლებელია დაისვას კითხვა, იყო თუ არა ეს პრობლემა
ისეთი მასშტაბური რომ ღირდა კვლევის ჩატარება?
აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით მაქვს ჩემი მკვეთრი არგუმენტი. ჩვენი სკოლა მცირე კონტინგენტიანია და ეს სამი მოსწავლე
მთელ კლასს წარმოადგენს.ამიტომ მასწავლებელს არ აქვს უფლება სწავლების საბაზო საფეხურზე ,,დაკარგოს’’ სამი მოსწავლე.
პრაქტიკული კვლევის ცვლილებების ნაწილი, სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლის დასასრულს დაემთხვა. ამიტომ არ მომეცა საშუალება განხორციელებული ინტერვენციის
შედეგები გამეანალიზებინა უფრო სიღრმისეულად.კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე
და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები. აღნიშნული პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა წარვადგინე სკოლის შეფასების ჯგუფთან, საბუნებისმეტყველო კათედრაზე და პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევით დაინტერესებულ კოლეგა პედაგოგებთან. შეხვედრების დროს მათი ხედვა საინტერესო იყო ჩემთვის, შეხვედრებზე დასმულმა შეკითხვებმა კვლევის პრობლემის მრავალმხრივად შესწავლას შეუწყო ხელი.
ვიმედოვნებ, რომ
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა გაზრდის მოსწავლეთა
აკადემიურ მოსწრებას, სწავლა-სწავლების ხარისხს და წაადგება ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას.
შერჩეული მქონდა კვლევის ანგარიშის გასაცნობად ელექტრონული კითხვარი, მაგრამ ინტერნეტთან
წვდომის ხარვეზის გამო ვერ წარვადგინე.
დასკვნა
კვლევის შედგად გამოვლინდა სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის
სოფ. პავლეურის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ბიოლოგიის საგანში ერთფეროვანი შემაჯამებელი დავალებების
ჩატარების შედეგად დაბალ აკადემიურ შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები. პრობლემის
ინტერვენციის მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე განსხვავებული ტიპის შემაჯამებელი
სამუშაო, რომელთა საშუალებითაც ნაწილობრივ მოხერხდა პრობლემის გამოსწორება. შემაჯამებელი
დავალებების შეფასების მხრივ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაიცა რეკომენდაციები, რომლის
განხორციელების შემთხვევაში შემაჯამებელი დავალებები გახდება უფრო მრავალფეროვანი,საბუნებისმეტყველო
კათედრის მასწავლებლები დაგეგმავენ უნარებისა და დამოკიდებულებების უფრო რელევანტურად
შესაფასებლად სხვადასხა აქტივობებს და მოსწავლეთა შედეგებიც ამ საგნების მიმართულებით
უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ამჟამადაა.
გამოყენებული ლიტერატურა
1. საქართველოს კანონი
ზოგადი განათლების შესახებ, 2013.
2.კოჰენი,ლუის.მანიონი,ლოურენს.მორისონი,ქეით.
3. jon
safieri . robert goueri .გამოცდილი მასწავლებელი
ilias
saxelmwifo universitetis gamomcemloba
Tbilisi
4. უზნაძე განწყობის თეორია
5.
ეროვნული სასწავლო გეგმა(2011-2016წწ)
6. სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო. წიგნი
I- სამოქმედო კვლევის თეორიული საფუძვლები;
ავტორი : დავით ლიპარტელიანი, რედაქტორები: თამარ მოსიაშვილი, სიმონ ჯანაშია (2018წ.)
7. სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო. წიგნი
II- სამოქმედო კვლევის ნიმუშები; რედაქტორები: დავით ლიპარტელიანი, თამარ მოსიაშვილი,
სიმონ ჯანაშია (2018წ.)
No comments:
Post a Comment